უკრაინაში საპროტესტო ნოტა დავტოვე და ისე წამოვედი - საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე
უკრაინაში საპროტესტო ნოტა დავტოვე და ისე წამოვედი - საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე

A+ A-

12:40 25/05/2020

უკრაინიდან გამოწვეული საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება. 

ოფიციალური თბილისი ელჩისგან ელის განმარტებას, თუ რატომ დანიშნეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე. საგარეო უწყებაში კონსულტაციები უკვე დაწყებულია.  

"მიზეზი თქვენთვის კარგად არის ცნობილი, ახლადშექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს განვიხილავთ. დღეს დიწყება კონსულტაციები, როდის დამთავრდება, ვერ გეტყვით, მაგრამ ყველაფერს სკურპულოზურად განვიხილავთ, - განაცხადა შარაშენიძემ

​დიპლომატი არ იზიარებს კრიტიკას უკრაინაში საქართველოს საელჩოს მუშაობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ უკრაინიდან წამოსვლამდე იგი საგარეო უწყებაში იმყოფებოდა და იქ საპროტესტო ნოტა დატოვა, საპროტესტო ფორმად კი არჩეულ იქნა ელჩის გამოწვევა კონსულტაციაზე. 

„მქონდა კომუნიკაცია უკრაინის უმაღლეს დონეზე, გადავეცით საპროტესტო ნოტა. პროტესტის ფორმად არჩეულ იქნა ელჩის გამოწვევა კონსულტაციებზე. ჩამოვედი და დღეს ვიწყებთ ამ კონსულტაციებს. ჩვენი ეს პროტესტი, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორმა მიიღო და არ გაჰკვირვებია“, - განაცხადა თეიმურაზ შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, 7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შემდეგ ოფიციალურმა თბილისმა საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის გამოიწვია.