27-28 მაისს საქართველოში ტემპერატურა 33 გრადუსი იქნება
27-28 მაისს საქართველოში ტემპერატურა 33 გრადუსი იქნება

A+ A-

13:19 25/05/2020

ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს და დათბება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

26 მაისს საქართველოს დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27-28 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

26 მაისიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 28 მაისს +31 გრადუსამდე მოიმატებს.