ანა დოლიძე საკონსულტაციო მრგვალი მაგიდის შექმნას ითხოვს
ანა დოლიძე საკონსულტაციო მრგვალი მაგიდის შექმნას ითხოვს

A+ A-

14:43 25/05/2020

ასამართლოს მოდერნიზებისთვის, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე, საკონსულტაციო მრგვალი მაგიდის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გრძელდება გაუმჭვირვალე და დახურული დანიშვნები, შიდა გადანიშვნები და ღია კანონდარღვევები.

„ის, რაც გააკეთა იუსტიციის საბჭომ ერთ-ერთი კანდიდატის ქულების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, არის პირდაპირი კანონდარღვევა. პროცესები შესულია ჩიხში და მე დღეს გთავაზობთ გამოსავალს ამ ჩიხიდან, რომელიც შეიძლება ჩვენ განვახორციელოთ დღეს და არ დაველოდოთ პოლიტიკურ ცვლილებას, რომელიც იქნება მოგვიანებით.

მე გთავაზობთ, რომ სასამართლოს მოდერნიზებასთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესების გათანამედროვებასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ბიზნესმა და მოქალაქეებმა დროზე მიიღონ გადაწყვეტილებები და დროზე ჩაიბარონ გადაწყვეტილებები, გავმართოთ საკონსულტაციო პროცესი, საკონსულტაციო მრგვალი მაგიდა. ოღონდ, ამ შემთხვევაში ეს იქნება ბიზნესის მონაწილეობით.

სასამართლო ხელისუფლება, ბიზნესი ანუ ის, რაც პირდაპირ აისახება, რაც ხდება სასამართლოში, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომელიც იფიქრებს და იმსჯელებს, რა შეიძლება მოდერნიზაციის კუთხით ამ ხელისუფლებაში გაკეთდეს დღესვე. რა შეიძლება გაკეთდეს, რომ განიტვირთოს სასამართლოები, რომ დროზე მიიღონ მოქალაქეებმა და ბიზნესებმა გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ ეს შტო დაემსგავსოს თანამედროვე ხელისუფლების შტოს და არ დარჩეს იმ არქაულ ინსტიტუტად, როგორადაც ის დღეს არსებობს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.