ნახეთ, ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის, უმშვენიერესი გერმანელი საცოლე
ნახეთ, ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის, უმშვენიერესი გერმანელი საცოლე

A+ A-

15:05 25/05/2020

ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის სკანდალის გარშემო საზოგადოების ინტერესი არ წყდება.

ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რატომ გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, როგორც ყოფილი ქმრისგან, ასევე ყოფილი მამათილისგან, რომელიც მისი თქმით, გიტარით გამოეკიდა თუ ნაჯახით არ ახსოვს.

ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრის მიმართ აგრესიული მას შემდეგ გახდა, როდესაც გაიგო, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი შეყვარებულია და მალე დაქორწინებასაც აპირებს.

დოროყაშვილი მისი ოჯახის დანგრევას საკუთარ მეგობრებთან საუბრისას, ყოფილ დედამთილს აბრალებდა, რომელსაც უჩივლა კიდეც და ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის წინააღმდეგ,

საქმე ბავშვზე ძალადობის მუხლით აღიძრა, თუმცა სასამართლომ ბასილაშვილის დედა უდანაშაულოდ ცნო.

ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული, უმშვენიერესი გერმანელი სპორტსმენი შარლოტაა.

ის კარგად თამაშობს ჩოგბურთს და ასევე ხელბურთსაც.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანელი რჩეული ნათესავებსაც გააცნო.

ასევე ცნობილი ხდება, რომ შარლოტა ახლა ნიკოლოზთან ერთად თბილისშია.

წყარო: „პრაიმტაიმი“