6 ათას ქართველ მძღოლს არცერთი დღით სამუშაო არ დაუკარგავს - პრემიერი
6 ათას ქართველ მძღოლს არცერთი დღით სამუშაო არ დაუკარგავს - პრემიერი

A+ A-

14:08 27/05/2020

კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანისთვის ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი საკარანტინო ზონა და ტრანზიტია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

„ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის ხელიდან გაშვება შეიძლება გამხდარიყო დიდი კონკურენტული პრობლემა. ეს სატვირთო ნაკადები სხვა მიმართულებით გადაეწყობოდა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ ეს არის ათასობით სატვირთო მანქანა. მაგრამ არცერთი დღე, მიუხედავად უდიდესი რისკებისა, ტრანზიტი საქართველოს გავლით არ შეჩერებულა. დღეში ეს არის 1000-ზე მეტი სატვირთო, რაც ნიშნავს, მინიმუმ 2000-ზე მეტ მძღოლს, რომელიც უაღრესად მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნებიდან შემოდიოდა და შტაბმა შეძლო ამ პროცესის მენეჯმენტი ისე, რომ ქვეყანას ინფექციის განვითარების და ინფექციის აფეთქების რისკი არ შექმნოდა. თუმცა, ვერ გამოვიდა ხარვეზების გარეშე. რამდენიმე შეთხვევა გვქონდა ქართველი მძღოლების მიერ ინფექციის შემდგომი განვითარების. ბოლო იყო ზუგდიდში. დღეს ეს პრობლემაც მეტნაკლებად მოგვარებულია.