ვისი იდეა იყო სასამართლო განხილვების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა? - ბესელიას კითხვა გახარიას
ვისი იდეა იყო სასამართლო განხილვების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა? - ბესელიას კითხვა გახარიას

A+ A-

15:05 27/05/2020

„ვისი იდეა იყო სასამართლო განხილვების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა, მით უფრო, რომ მართლმსაჯულების მიმართ ნდობა შერყეულია“, - ამ კითხვის მიმართა პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში კორონავირუსთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს.

„ივნისში თქვენს წოველწლიური ანგარიში უნდა წარადგინოთ და მაშინ მეტს კითხვებზე მივიღებთ პასუხებს.

მაინტერესებს ორ ძირითად კითხვაზე პასუხი, პირველ რიგში ეს ეხება იმ ადამიანების სოციალურ-სამართლიან გარანტიებს, რომლის მხრებზეც გადაიარა პანდემიამ - ექიმები, სამართალდამცველები და ა.შ. მათი ანაზღაურების საკითხზე მინდა გკითხოთ, მაინტერესებს სად არის ამაზე ნაფიქრი?

მეორე საკითხი შეეხება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტს , რომელიც 15 ივლისამდე მოქმედებს, მაინტერესებს ფიქრობთ, თუ არა რომ გადაადგილების, გამოხატვის შეზღუდვა უნდა შეიზღუდოს?

ამასთანავე მაინტერესებს, ვისი იდეა იყო სასამართლო განხილვების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა, მით უფრო, რომ მართლმსაჯულების მიმართ ნდობა შერყეულია. ვფიქრობ, თქვენც აცნობიერებთ იმ რისკებს, რა რისკებსაც ეს შეიცავს.

და ბოლოს, მაინტერესებს , დაუჭერთ თუ არა მხარს რომ გათავისუფლდეს ყველა პენსიონერი ბაჟის გადახდის საფუძველისგან?“, - განაცხადა ბესელიამ.