ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

A+ A-

17:50 28/05/2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც ცნობილია, გუშინ აღებული 122 საკვლევი მასალიდან, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კოვიდინფექცია მხოლოდ ორს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფიცირებული სოფელ ქვემო ბოლნისის მცხოვრებია, მეორე კი ე.წ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების კლასტერს მიეკუთვნება და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლია.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ბოლნისში ხვალიდან კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება დაიწყება.

ქვემო ბოლნისში ცხრა ჯგუფი იმუშავებს, მათ შორის შვიდი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან, ორი კი ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრიდან.

ტესტირება 500-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდება.

ცნობისთვის, სულ ბოლნისში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 165-ს შეადგენს.