უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია უკვე 72,175 მოქალაქეს აქვს მიღებული - გიორგი გახარია
უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია უკვე 72,175 მოქალაქეს აქვს მიღებული - გიორგი გახარია

A+ A-

15:44 29/05/2020

უმუშევრობის ყოველთვიური კომპენსაცია 200 ლარის ოდენობით, დღეის მდგომარეობით, უკვე 72,175 მოქალაქეს აქვს მიღებული", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საპროცენტო განაკვეთის სამთვიანი გადავადებით 600 000-მა ფიზიკურმა პირმა ისარგებლა.

“დღეის მდგომარეობით, 25 მაისის შემდგომ, 72,175-მა ჩვენმა მოქალაქემ დაიწყო 1200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღება. ეს ის რაოდენობაა, რომელსაც თანხები უკვე ჩაერიცხა. 52,151-მა თვითდასაქმებულმა მიიღო 300 ლარის დახმარება. 194,791-მა მოქალაქემ, 65,000-მდე 100,000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებმა სოციალური დახმარება უკვე მიიღეს,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების კითხვებს პასუხობს. სწორედ ამ ორმა ფრაქციამ დაიბარა ინტერპელაციის წესით გიორგი გახარია.