8 ტყული თუ 8 სიმართლე? - "სვეტი" კობახიძე "გოიმ" გოცირიძეს ტყუილებში ადანაშაულებს
8 ტყული თუ 8 სიმართლე? - "სვეტი" კობახიძე "გოიმ" გოცირიძეს ტყუილებში ადანაშაულებს

A+ A-

16:31 29/05/2020

"რომან გოცირიძემ 5 წუთის განმავლობაში 8 ტყუილის თქმა მოასწრო", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გოცირიძემ პრემიერის მხრიდან საკადრისი პასუხიც მიიღო. "რომან გოცირიძის მხრიდან 5 წუთის განმავლობაში ისმებოდა კითხვები და ამ 5 წუთში მან 8 ტყუილის თქმა მოასწრო.

შესაბამისად, ნათელია, რომ დემაგოგიის გარდა აქ არაფერთან არ გვაქვს საქმე. რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი პატივს სცემს პარლამენტს.

ის მობრძანდა პარლამენტში და პასუხი გასცა თუნდაც ამ დემაგოგიურ კითხვებს, რომლებიც ტყუილებით იყო გაჯერებული. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მიიღეს საკადრისი პასუხი პრემიერის მხრიდან", - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს გამოეხმაურა რომან გოცირიძე და განაცხადა, რომ მას ტყუილი არ უთქვამს.

„აი, ეს არის 8 სიმართლე, რომელშიც აღწერილია, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომელიც შემდეგ ივანიშვილმა კვირიკაშვილის მოხსნისთვის საბაბად გამოიყენა და სადაც ნაჩვენებია, რომ ქვეყანაში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე პენსიონერებში, ბავშვებში და მთლიანად მოსახლეობაში“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში გაზრდილია უმუშევართა რაოდენობა და ეს მწარე სიმართლეა.

„ამიტომ, პრემიერ - მინისტრმა დღეს ფაქტობრივად, ფარ-ხმალი დაყარა და გაიქცა ტრიბუნიდან. ვერც ერთ შეკითხვას ვერ უპასუხა“, - განაცხადა გოცირიძემ.