აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით, აქტივისტმა ალექსანდრე მილორავამ შიმშილობა დაიწყო
აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით, აქტივისტმა ალექსანდრე მილორავამ შიმშილობა დაიწყო

A+ A-

19:11 29/05/2020

აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით, საზოგადოებრივი მოძრაობა "მე მიყვარს ბათუმის" აქტივისტმა შიმშილობა გამოაცხადა და კარავი გაშალა.

ალექსანდრე მილორავას თქმით, რაც გოგა კოხრეიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად აირჩიეს, აჭარის ტელევიზია და რადიო საზოგადოებრივ ინტერესს აღარ ატარებს და ამის ნაცვლად სახელისუფლებო დაკვეთას ასრულებს.

მისივე თქმით, კოხრეიძე დირექტორად მოსვლის დღიდან დევნის მაუწყებლის ყველა თანამშრომელს.

„საზოგადოებრივ მაუწყებელში დირექტორმა დანაშაული ჩაიდინა. მოვითხოვთ, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ დააყენოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი და გადააყენოს თანამდებობიდან გოგა კოხრეიძე. ამ მოთხოვნას აგრეთვე ემატება ყველა იმ ჟურნალისტის დაბრუნება, რომელიც დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა ან ჩამოაშორა საქმიანობას“, - ამბობს მილორავა.