პანდემიის დროს ადამიანების გადარჩენა ეკონომიკაზე მნიშვნელოვანია - რომის პაპი
პანდემიის დროს ადამიანების გადარჩენა ეკონომიკაზე მნიშვნელოვანია - რომის პაპი

A+ A-

18:17 31/05/2020

​რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს სიტყვით მოციქულთა სასახლის ფანჯრიდან მიმართა და განაცხადა, რომ პანდემიის პირობებში ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი ადამიანების გადარჩენაა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„ადამიანების გადარჩენაა მნიშვნელოვანი და არა ფულის შენახვა და ეკონომიკის დახმარება, ადამიანების გადარჩენა, რაც ეკონომიკაზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ, ადამიანები წმინდა სულის ტაძრები ვართ, ეკონომიკა კი არა“, - განაცხადა პონტიფექსმა.

მის სიტყვებს მოედანზე შეკრებილები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. უმეტესობას პირბადეები ეკეთა და ერთმანეთისგან დისტანციას იცავდნენ. წმინდა პეტრეს მოედანი მორწმუნეებისთვის წინა ორშაბათს გაიხსნა.