"ქართული მარში" პოლიტიკურ პარტიას ქმნის
"ქართული მარში" პოლიტიკურ პარტიას ქმნის

A+ A-

17:51 01/06/2020

მოძრაობა „ქართული მარში“ პოლიტიკურ პარტიას ქმნის. ამის შესახებ „ტვ პირველს“ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განუცხადა.

„ჩვენ იძულებულები გავხდით, წავსულიყავით პოლიტიკაში, რათა შეიქმნას მძლავრი, ეროვნული, ნაციონალისტური პოლიტიკური ცენტრი „ქართული მარშის“ ბაზაზე. პოლიტიკური პარტიის დაფუძნების გარდა მიმდინარეობს კონსულტაციები ჩვენი იდეოლოგიის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას. მათ რიცხვში არ შედის „პატრიოტთა ალიანსი“, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათთან მეგობრული და ახლო ურთიერთობა გვაქვს. რაც შეეხება ლევან ვასაძეს, რამდენადაც ვიცი, ის პოლიტიკაში მონაწილეობას არ აპირებს და საზოგადოებრივი საქმიანობით შემოიფარგლება. თუკი ის გადაწყვეტს პოლიტიკაში მონაწილეობას, მე ამას მხოლოდ მივესალმები. ჩვენი დამფინანსებლები მე და ჩემი მეგობრები ვიქნებით. ჩვენ არანაირი კავშირი არ გაქვს, არათუ რუსეთის ხელისუფლებასთან, არამედ რუსული პოლიტიკის არც ერთ სეგმენტთან“, - აცხადებს ბრეგაძემ.