თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ ავტობანზე მსუბუქი მანქანა სატვირთო ავტომობილს შეეჯახა
თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ ავტობანზე მსუბუქი მანქანა სატვირთო ავტომობილს შეეჯახა

A+ A-

17:54 01/06/2020

თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ ავტობანზე მსუბუქი მანქანა სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც, სატვირთო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 

ადგილზე მობილიზებულია  საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.