კაფე "ვერდესთან" გაზგასამართი სადგური აფეთქდა - დაშავდა 1 ადამიანი
კაფე "ვერდესთან" გაზგასამართი სადგური აფეთქდა - დაშავდა 1 ადამიანი

A+ A-

22:49 01/06/2020

თბილისში კაფე "ვერდესთან" გაზგასამართი სადგური "ეკოგაზი" აფეთქდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სასწრაფო დახმარების მანქანები.

გავრცელებული ინფორმაციით დაზიანდა იქვე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი და ჩაიმსხვრა ფანჯრები.

როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა რატი მუჯირმა განაცხადა, დაშავდა ერთი ადამიანი. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. 

"რუსთავი 2"