გადავიხდით ნებისმიერ თანხას! - რურუა გათავისუფლების მოლოდინში - "ელექტრონული სამაჯური" თუ გირაო?
გადავიხდით ნებისმიერ თანხას! - რურუა გათავისუფლების მოლოდინში - "ელექტრონული სამაჯური" თუ გირაო?

A+ A-

16:19 02/07/2020

მთავარი არხის დამფუძნებლის, გიორგი რურუას გასათავისუფლებლად დაცვის მხარე მზადაა, გირაოს სახით, ნებისმიერი ოდენობის თანხა გადაიხადოს. ამის შესახებ 2020NEWS-თან საუბრისას მედიამფლობელის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, საერთაშორისო პარტნიორები კვლავ აქტიურად მოითხოვენ რურუას გათავისუფლებას, თუმცა ეს მცდელობა გამოიღებს თუ არა შედეგს, უცნობია, ვინაიდან რურუას გათავისუფლებაც ისეთივე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, როგორიც მისი დაკავება.

-ბატონო დიმიტრი, ირაკლი კობხიძის განცხადებით, გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი საერთაშორისო პარტნიორებს აღარ აინტერესბთრამდენად რეალურია პარლამენტის ყოფილი სპიკერის ეს განცხადება?

-მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები იქნა სამი მოსმენით მიღებული, არა ერთი განცხადება გაკეთდა საერთასორისო პარტნიორების მხრიდან, გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მათ შორისაა: სენატორ რიშის განცხადება, ამერიკის ეროვნული თავდაცვის აქტში შესწორების პროექტი, სადაც რურუა მოხსენიებულია, რაც ცალსახად ადასტურებს იმას, რომ საერთაშორისო აქტორებისთვის კვლავ მნიშვნელოვანია, გიორგი რურუას გათავისუფლება.

მნიშვნელოვანია არა პიროვნებიდან გამომდინარე, არამედ იმიტომ, რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი და შესაბამისად, პრინციპის საკითხია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ უნდა ხდებოდეს პროკურატურისა და მართლმსაჯულების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის.

-რა მოლოდინები გაქვთ? შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როგორ გგონიათ, გიორგი რურუას გაათავისუფლებენ?

-მოლოდინებს რაც შეეხება, მე ამაზე საუბარი გამიჭირდება, იმიტომ, რომ გიორგი რურუა ციხეში იმყოფება პოლიტიკური გადაწყვეწტილების გამო. ის იმყოფება ციხეში არა იმიტომ, რომ მას პრობლემა ჰქონდა კანონთან, არამედ იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა პრობლემა მის სამოქალაქო აქტივიზმთან და მის კრიტიკასთან ხელისუფლების მიმართ.

აქედან გამომდინარე, რადგან ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამის საფუძველზე იმყოფება საპატიმროში, მე ვერ ვიტყვი, რა პოლიტიკური გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული მომავალში.

ცხადია, რომ გიორგი რურუას ბედი გადაწყდება პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე იმიტომ, რომ საქართველოში დღევანდელი მოცემულობით, რომელიც არის ჩვენს შემთხვევაში, მოსამართლე არ არის მიუკერძოებელი არბიტრი, რომელიც საქმის მასალების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს. ის ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს და რა პოლიტიკურ დაკვეთაც იქნება ის გადაწყდება.

-თუ გიორგი რურუას გათავისუფლების სანაცვლოდ, აღკვეთის ღონისძიების სახით,  გირაო იქნა შემოთავაზებული, დათანხმდებით თუ არა ?

-გირაოსთან დაკავშირებით ჩვენ თავად გვქონდა შუამდგომლობა დაყენებული. რამდენჯერმე ვითხოვეთ გირაოთი პატიმრობის შეცვლა და თუ კი ამ ფორმით იქნება მიღებული აღკვეთის ღონისძიება, ჩვენ ცხადია, შევასრულებთ სასამართლოს განჩინებას.

-უკვე გვაქვს პრეცენდენტი, რომ ე.წ ელექტრონული სამაჯურით გაათავისუფლეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, გქონდათ თუ არა  შეთავაზება სასამართლოს წინაშე, რომ გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებაც  ამ „სამაჯურის“ ტარებით შეცვლილიყო?

-აღნიშნულთან დაკავშირებით, მე არ შემიძლია რამის თქმა, რადგან ამ მომენტისთვის, დღის წესრიგში არ დგას ეს საკითხი, არც გიორგისთან მისაუბრია, რეკომენდაციაც არ მიმიცია.

თუ დადგება დღის წესრიგში ეს საკითხი, ბუნებრივია, ვიმსჯელებთ ამაზე და მივიღებთ ადეკვატურ გადაწყვეტილებას“.

ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უკვე საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც და ცალკეული პოლიტიკოსებისთვისაც გახდა ყველაფერი ნათელი 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით და ოპოზიციას აღარ უნდა ქონდეს რურუას გათავისუფლების მოლოდინი, მიუხედავად კობახიძის ამ განცხადებისა, ოპოზიცია ფიქრობს, რომ გიორგი რურუა მალე გათავისუფლდება, ვინაიდან ამას საერთაშორისო პარტნიორები მკაცრად მოითხოვენ.

ამის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ დღეს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა გაავრცელა განცხადება და მოითხოვა გიორგი რურუას გათავისუფლება, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად ვერ ჩაითვლება.

შეგახსენებთ, 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლიც სამი მოსმენით უკვე იქნა მიღებული, მეორე საკითხი, რომელსაც ოპოზციის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებდა პოლიტპატიმრების, გიორგი რურუას, ბესიკ თამლიანის, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებას. ორი მსჯავრდებული ოპოზიციონერი უგულავა-ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა, თამლიანი გაათავისუფლეს, რურუა კი კვლავ პატიმრობაში რჩება -  უკანონო იარღის შენახვა-ტარების ბრალდებით.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მაისსში „2020NEWS-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ გიორგი რურუა პატიმრობიდან ე.წ ელექტრონული სამაჯურით გათავისუფლდებოდა, ეს იდეა გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ეკუთვნოდა, თუმცა ოქრუაშვილი-უგულავას შეწყალების შემდეგ, ოპოზიციის მხრიდან ატეხილმა ნიშნისმოგებითმა კამპანიამ ხელისუფლებას შოთაძის სქემის ამოქმედება გადააფიქრებინა.

მარიამ მაჭარაშვილი