ლარი დოლართან 0.01 თეთრით გამყარდა
ლარი დოლართან 0.01 თეთრით გამყარდა

A+ A-

17:14 02/07/2020

2 ივლისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა, რის შედეგადაც ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.01 თეთრით გამყარდა.

შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0567 ლარი გახდა. 

ევროსთან მიმართებით ლარის გამყარება 0.35 თეთრი იყო, შედეგად ერთი ევროს საფასური 3.4247 ლარი გახდა. 

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4444 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.8124 ლარი ეღირება.                                            

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 3 ივლისიდან შევა ძალაში.