კრემლი შედეგებს ტრიუმფად აფასებს - პუტინის პრესსპიკერი
კრემლი შედეგებს ტრიუმფად აფასებს - პუტინის პრესსპიკერი

A+ A-

17:45 02/07/2020
კრემლი საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის შედეგებს ტრიუმფად აფასებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
 
როგორც პესკოვმა განმარტა, ეს რეფერენდუმი, რომლის შედეგების მიხედვითაც, პუტინს კიდევ ორი ვადით შეუძლია იყაროს კენჭი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე, მართლაც ტრიუმფარულია.
 
„კრემლი რეფერენდუმის შედეგებს ტრიუმფად აფასებს. ფაქტობრივად, ჩატარდა ტრიუმფალური რეფერენდუმი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ ნდობის საკითხზე”, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
 
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ძალაუფლება და მმართველობა იზრდება. საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამართული რეფერენდუმის ხმათა თითქმის 100% უკვე დათვლილია. ბოლო მონაცემებით, ცვლილებებს მხარი 77,93%-მა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 21,26% წავიდა.
 
საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, რუსეთში საპრეზიდენტო ვადის ანულირება ხდება, რაც ვლადიმერ პუტინს საშუალებას მისცემს, ქვეყნის სათავეში 2036 წლამდე დარჩეს.