რუსეთის დიდ უმრავლესობას სჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია - პუტინის მადლობა რუსეთს
რუსეთის დიდ უმრავლესობას სჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია - პუტინის მადლობა რუსეთს

A+ A-

18:20 02/07/2020

"რუსეთის დიდ უმრავლესობას სჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია უკეთესად ვიმუშაოთ და ხელისუფლებას შეუძლია გაამართლოს ხალხის ეს მაღალი ნდობა",-ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა და მოქალაქეებს საკონსტიუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ რეფერენდუმში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პუტინის თქმით, მას იმ ადამიანებისაც ესმის, ვინც მას მხარი არ დაუჭირა, ვინაიდან ხალხი ხშირად აწყდება უსამართლობას.

„მსურს მადლიერება გამოვხატო რუსეთის მოქალაქეების მიმართ. მინდა, დიდი მადლობა გითხრათ მხარდაჭერისა და ნდობისთვის.

მე არაერთხელ მისაუბრია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის შესახებ. აქ ჩვენ გვაქვს, როგორც პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესება, ასევე სოციალური გარანტიების გამყარება, აქ მოცემულია სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის გაძლიერება და ბოლოს ჩვენი სულიერი, ისტორიული, ზნეობრივი ფასეულობები, რომლებიც აკავშირებენ თაობებს“, - აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ შიდა სტაბილურობა და დროა საჭირო ქვეყნისა და მისი ყველა ინსტიტუტის გაძლიერებისთვის.

„ამასთან, მესმის ჩვენი იმ მოქალაქეების, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ცვლილებებს. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გადაუჭრელი პრობლემა გვაქვს. ეს სიმართლეა. ხალხი ხშირად აწყდება უსამართლობას და გულგრილობას. ჯერ კიდევ ბევრი ცხოვრობს ძალიან მძიმედ და რთულად.

ამასთან ერთად, რეფერენდუმის შედეგები აჩვენებს, რომ რუსეთის დიდ უმრავლესობას სჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია უკეთესად ვიმუშაოთ და ხელისუფლება - მუნიციპალიტეტებიდან დაწყებული, პრეზიდენტამდე ვალდებულია, გაამართლოს ხალხის ეს მაღალი ნდობა“, - განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ძალაუფლება და მმართველობა იზრდება. საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამართული რეფერენდუმის ხმათა თითქმის 100% უკვე დათვლილია. ბოლო მონაცემებით, ცვლილებებს მხარი 77,93%-მა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 21,26% წავიდა. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, რუსეთში საპრეზიდენტო ვადის ანულირება ხდება, რაც ვლადიმერ პუტინს საშუალებას მისცემს, ქვეყნის სათავეში 2036 წლამდე დარჩეს.