ინფიცირებულების რაოდენობით ესპანეთმა დიდ ბრიტანეთს ისევ გადაასწრო - მსოფლიოში 208 864 ადამიანი კვლავ დაინფიცირდა
ინფიცირებულების რაოდენობით ესპანეთმა დიდ ბრიტანეთს ისევ გადაასწრო - მსოფლიოში 208 864 ადამიანი კვლავ დაინფიცირდა

A+ A-

12:10 03/07/2020

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ ყოველდღიურად მატულობს და 11 მილიონს უახლოვდება.  ესპანეთმა ინფიცირებულების რაოდენობით დიდ ბრიტანეთს ისევ გადაასწრო, ხოლო ინდოეთი გარდაცვლილთა რაოდენობით რუსეთზე წინაა. აშშ და ბრაზილია კვლავ ლიდერთა სიის სათავეში არიან.

როგორც "worldometers"-ის სტატისტიკით ირკვევა მხოლოდ გასულ 24 საათში მსოფლიოს მასშტაბით 208 864 ადამინი დაინფიცირდა, 5 155 კი გარდაიცვალა.

უახლესი მონაცემებით, დღეისათვის სულ ინფიცირების 10 992 462 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაცვლილია 524 188 პაციენტი.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ზარალი ამერიკის შეერთებულ შტატებს მიადგა, ამ დროისთვის იქ ინფიცირების 2 837 189 ფაქტია გამოვლენილი და ყოველდღიურად 55 ათასზე მეტი ინფიცირების ახალი შემთხვევები დასტურდება.

ქვეყანაში გარდაცვლილია 131 485 ადამიანი, მათგან 700-მდე მხოლოდ გასულ 24 საათში გარდაიცვალა.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ვინაიდან აშშ სხვა ქვეყნებზე უკეთეს ტესტირებას ატარებს.

„კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ვინაიდან ჩვენი ტესტირება უფრო მასიური და კარგია, ბევრად უფრო მასშტაბური და უკეთესი, ვიდრე სხვა ქვეყნების. ეს კარგი ამბავია, მაგრამ კიდევ უფრო კარგი ახალი ამბავი ისაა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელმა დაიკლო,“ -ამბობს ტრამპი.

აღსანიშნავია, რომ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაგვიანებულ რეაქციაში დაადანაშაულა და მას დაფინანსება შეუწყვიტა.

აშშ-ის შემდეგ ლიდერთა სიაში მეორე ადგილს ლათინო ამერიკული ქვეყანა ბრაზილია იკავებს.

სტატისტიკის მიხედვითმ ბრაზილიაში, ყოველდღიურად 45 ათასზე მეტი ინფიცირების ახალი ფაქტი ვლინდება. იქ ვირუსი უკვე დადასტურებული აქვს 1 501 353 ადამიანს, მათგან 62 ათასამდე უკვე გარდაიცვალა.

შტატების მსგავსად, ბრაზილიის მთავრობაც ჯანმოს ადანაშაულებს ვირუსზე დაგვიანებულ რეაგირებაში. ბრაზილიის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, შესაძლოა ქვეყანაში უფრო მეტი ინფიცირებულიც კი იყოს, თუმცა მათ საკმარისი ტესტები არ აქვთ, ყველა შემთხვევის გამოსავლენად.

მესამე ადგილს სიაში კვლავ რუსეთი იკავებს. იქ ინფიცირების 661 165 და გარდაცვალების 9 683 შემთხვევაა გამოვლენილი.

პანდემიის გამო, პრეზიენტის ადმინისტრაციაში სპეციალური გვირაბი შეიქმნა, სადაც პუტინთან შეხვედრაზე შესულ ყველა ადამიანს დეზინფექცია ჩაუტარდება.

უკვე რამდენიმე თვეა ლიდერთა სიაში მეოთხე ადგილს ინდოეთი იკავებს. იქ „ჩინური ვირუსით“ ინფიცირების 627 168 და გარდაცვალების 18 225 ფაქტია გამოვლენილი, აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილთა რაოდენობით ინდოეთი რუსეთს უსწრებს.

დღევანდელი მონაცემებით, ლიდერთა ხუთეულში მეხუთე ადგილს დიდი ბრიტანეთის ნაცვლად უკვე ესპანეთი იკავებს.

Spain to try new coronavirus tracing app for 2 weeks before ...

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ესპანეთში ინფიცირების ახალი ფაქტების დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა, იქ ინფიცირებულთა რაოდენობამ 297 183-მდე მიაღწია, ხოლო გარდაცვლილია 28 365 ადამიანი.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში ჩიენთში ქალაქ უხანში გამოვლინდა და 213 ქვეყანაშია გავრცელებული.

მსოფლიოს მასშტაბით უკვე გამოჯანმრთელდა 6 152 481 ადამიანი, ხოლო ინფიცირებულთაგან 4 315 793 პაციენტი კვლავ ებრძვის „უხილავ მტერს“.

მარიამ მაჭარაშვილი