საარჩეევნო უბანში ხმის მიცემა ამომრჩევლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს - ცესკოს თავმჯდომარე
საარჩეევნო უბანში ხმის მიცემა ამომრჩევლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს - ცესკოს თავმჯდომარე

A+ A-

12:52 03/07/2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლებს საარჩევნო უბანში კონტაქტი მხოლოდ ცოტა ხნით მოუწევთ, რაც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, დაბალი რისკის მატარებელია. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომიისის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გაიწერა საჭირო ნორმები, რომ როგორც ამომრჩევლების, ისე საარჩევნო პროცესში ჩართული სხვა პირების ჯანმრთელობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.

„დღესვე არის გეგმის ფარგლებში განსაზღვრული საკითხები, აუცილებელი, მნიშვნელოვანი საჭიროებები, რათა ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ როგორც ამომრჩევლების, ისე ჩართული მხარეების, კომისიის წევრების, დამკვირვებლების, მედიის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომ არ შეიქმნას არჩევნებში ამ მხრივ რაიმე ტიპის პრობლემა. კარგი ამბავია, რომ მხოლოდ ცოტა დროით უწევთ ამომრჩევლებს კონტაქტი საარჩევნო უბანში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი შემხებლობა ჯანმთელობის თვალსაზრსით არჩევნების საკითხებთან დაკავშირებით არის დაბალი რისკის მატარებელია”,- განაცხადა ჟვანიამ.