„ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთან საზღვრების გახსნას უსაფრთხოდ მიიჩნევენ, რაც ძალიან დიდი გამარჯვებაა“
„ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთან საზღვრების გახსნას უსაფრთხოდ მიიჩნევენ, რაც ძალიან დიდი გამარჯვებაა“

A+ A-

12:38 03/07/2020

ევროკავშირის მიერ 15 ქვეყანაში საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადება და საზღვრების გახსნა ქვეყნისთვის დიდი გამარჯვებაა.

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, არიან ქვეყნები, რომლებიც ტესტირებისა და კარანტინის გარეშე საზღვრების გახსნას სთავაზობენ საქართველოს და ამაზე სამუშაოები მიმდინარეობს.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ აღიარა ჩვენი წარმატება კოვიდთან ბრძოლის ნაწილში და ის ფაქტი, რომ საქართველო არის მოხვედრილი იმ 15 ქვეყანაში, რომელთანაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები უსაფრთხოდ მიიჩნევენ საზღვრების გახსნას, არის თავისთავად ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი, ჩვენი გუნდის მენეჯმენტის ამ კოვიდის ეპიდემიისას.

ახლა მიმდინარეობს საუბარი უშუალოდ ამ ქვეყნებთან, რადგან თითოეულ ამ ქვეყანას აქვს დადგენილი თავისი რეჟიმი საზღვრის გახსნის.

ზოგიერთმა ქვეყანამ არჩია, რომ სარეკომენდაციო გზას სრულად არ მიყოლოდა. მაგალითად, ავსტრიამ არჩია, რომ საზღვრები არ გაეხსნა ევროკავშირის გარდა სხვა ქვეყნებისთვის, იტალიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეხსნა საზღვრები, მაგრამ 14- დღიანი კარანტინით, შვედეთთან გუშინ გავიგეთ, რომ მზაობაა საზღვრის გახსნის, მაგრამ ტესტის გავლის პირობით. არის ქვეყნები, რომლებიც გვთავაზობენ ყოველგვარი ტესტირებისა და კარანტინის გარეშე საზღვრების გახსნას და სწორედ ეს არის ის სამუშაოები, რომლებიც მიმდინარეობს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.