საბავშვო ბაღების ზოგიერთ მასწავლებელს ტუბერკულიოზი აქვს - სალომე ლოლუა
საბავშვო ბაღების ზოგიერთ მასწავლებელს ტუბერკულიოზი აქვს - სალომე ლოლუა

A+ A-

12:49 03/07/2020
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში ტუბერკულოზის დაავადებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობის შესასწავლად ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელი, სალომე ლოლუა საინიციატივო ჯგუფის შეიქმნას ითხოვს.
 
ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ლოლუამ განმარტა, საჯარო საბავშვო ბაღის პედაგოგის ტუბერკულოზის ინფიცირების შესახებ ცნობილი 2018 წელს გახდა და შესაბამისი ზომები იქნა მიღებული, თუმცა მათ ასოციაციას სხვა შემთხვევებიც აქვს აღრიცხული.
 
„ასოციაციას ხელთ აქვს მთელი სია დაავადებული ადამიანების, რომლებიც დასაქმებული არიან საჯარო ბაღებში.
ეს სია მოიცავს ასევე ბავშვებს, რომლებიც დაინფიცირდნენ საჯარო ბაღებში.
დღეს საუბარი არ გვექნება კონკრეტულ პირებზე. დაავადებულთა ასაკობრივი სპექტრი 2-დან 60 წლამდეა. ასევე, არ დავასახელებ ბაგა-ბაღების ნომრებს რაიონების მიხედვით. რაც შეეხება 2018 წლელს გამოვლენილ შემთხვევას 152-ე საბავშვო ბაგა ბაღში, უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა და ეს იყო პირველი. „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციას“ აქვს სხვა მონაცემიც, კერძოდ, საუბარია 2017 წელზე, როდესაც იმავე ბაღში ტუბერკულოზით დაავადებული სხვა თანამშრომელი იყო.
2018 წლის შემთხვევა კი იყო მეორე ახალი შემთხვევა. პრობლემა აქვს არა მარტო 152-ე საჯარო ბაგა ბაღს, არამედ სტატისტიკაში სხვა საჯარო ბაგა-ბაღებიც არის მოხვედრილი“, - განაცხადა სალომე ლოლუა.
მან ასევე დაასახელა სხვა საჯარო ბაღები რაიონების მიხედვით და ის, თუ როგორ დაინფიცირდნენ იქ მომუშავე პირები.
 
ასოციაციის ხელთ არსებული სტატისტიკა 2017-2019 წლებს მოიცავს.
მისივე თქმით, დაავადების შემთხვევები გამოვლინდა მთაწმინდის, ისნის, საბურთალოს რაიონების საბავშვო ბაგა ბაღბის თანამშრომლებში. სულ ტუბერკულოზის მძიმე ფორმით 2017-19 წლებში 5 ბავშვი დაავადდა. კერძოდ, 2 წლის, 3 წლის და 3 - ხუთი წლის ასაკის ბავშვები. საბავშვო ბაღების თანამშრომლები კი 9 ადამიანია დაავადებული.
 
ასოციაცი ითხოვს შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი და საბავშვო ბაღებში ეს პრობლემა შეისწავლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მომავალში მათ ხელთარსებულ სტატისტიკას გაასაჯაროვებენ.