ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მხოლოდ 1 კოვიდინფიცირებული დარჩა
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მხოლოდ 1 კოვიდინფიცირებული დარჩა

A+ A-

17:22 04/07/2020

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი კოვიდინფიცირებული რჩება.

ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის სანიტარული სამსახურის უფროსის მოადგილემ ანა გაგლოევამ განაცხადა. მისივე თქმით, ცხინვალის რეგიონში 5 მაისიდან დღემდე სულ COVID19-ის 85 შემთხვევა გამოვლინდა.

აქედან 84 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დრომდე დაკვირვების ქვეშ იმყოფება 276 ადამიანი.