ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა იწყება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა იწყება

A+ A-

18:29 04/07/2020

5 ივლისს 12:00 საათზე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების მორიგი, საგაზაფხულო სესია მიმდინარეობს. ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოდაზე ჩაბარების მსურველი ცხრაასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრიდა.

"მონაწილეები გამოცდას ელექტრონული პროგრამის მეშვეობით აბარებენ და ტესტირების შედეგს მომენტალურად იგებენ. სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციის საკვალიფიკაციო გამოცდა წელიწადში ორჯერ ტარდება. გამოცდის ჩაბარება პროფესიაში შესვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა". - ნათქვამია განცხადებაში.