თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

A+ A-

00:07 05/07/2020

ამერიკის შეერთებული შტატები დღეს დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავს ზეიმობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დღის აღსანიშნავად, თბილისის ანძა აშშ-ის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

"საქართველო ულოცავს მეგობარ ქვეყანას და სტრატეგიულ პარტნიორს ამ მნიშვნელოვან დღეს!", - აცხადებენ მერიაში.