ექსკლუზივი: კუნთმაგარი რაგბისტი აბუსერიძე ისანში „ოცნების“ ფალავანი იქნება - ივანიშვილის მმართველი ძალა „ძალოვან“ საარჩევნო კამპანიას იწყებს?!
ექსკლუზივი: კუნთმაგარი რაგბისტი აბუსერიძე ისანში „ოცნების“  ფალავანი იქნება - ივანიშვილის მმართველი ძალა  „ძალოვან“ საარჩევნო კამპანიას იწყებს?!

A+ A-

11:34 07/07/2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისნის სამაჟორიტარო ოლქში „ქართული ოცნებიდან“  ირაკლი აბუსერიძე იბრძოლებს. ამის შესახებ “2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

როგორც სააგენტოს  ინფორმირებული წყარო უყვება  „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდში გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,  “2020NEWS” აბუსერიძის კონკურენტს, ისნის სამაჟორიტარო ოლქში პარტია „ტრიბუნას“ დამფუძნებელს, დავით ჭიჭინაძეს ესაუბრა.

მისი თქმით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ისანში მეორე ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს როგორც „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ირაკლი აბუსერიძეს, ასევე „ახალი საქართველოს“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.

„სიმართლე გითხრათ, ირაკლი აბუსერიძე დღე არის ისნის დეპუტატი,  მაგრამ არ გამოირჩევა არც  საპარლამენტო საქმიანობით და არც დიდი გამოჩენილი დეპუტატია. ასე რომ, სიმართლე გითხრათ , მასსა და გიორგი ვაშაძეს შორის იქნება მეორე ადგილისთვის ბრძოლა.  ჩემთვის საინტერესო არ არის, ვის დააყენებენ მაჟორიტარად.  შექმნილი გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე, „ქართული ოცნებაში“ რომ ვერავის პოულობენ კანდიდატებს, იმიტომ არის, რომ ვინც მოხვდათ ხელში,  ის დაასახელეს“,  - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ისნის მაჟორიტარობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “2020NEWS”-ს განუცხადა, რომ აბუსერიძეს გამარჯვების შანსი არ აქვს.

"ქართული ოცნების" მთავარი კონკურენტის, ვაშაძის თქმითვე, ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, იგი აბუსერიძეს მისცემს შესაძლებლობას -რაგბის სამყაროში რეალიზება მოახდინოს.

„საერთოდ, „ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი არ აქვს და ამ შემთხვევაში არც ირაკლი აბუსერიძეს.

პირდაპირ ვიტყვი, რომ რაგბისტმა რაგბი უნდა ითამაშოს, პოლიტიკოსი პოლიტიკით უნდა იყოს დაკავებული , სახელმწიფო მმართველი კი სახელმწიფო მართვით. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს ქვეყანაში რაშიც პროფესიონალია. ზოგადად ეს არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა. აგერ ფეხბურთელი კაცი გვყავს ქალაქის მერი და ჭავჭავაძეს შეხედეთ რახდება და როგორი კორუფციააა გამეფებული მთელ ქვეყანაში ამიტომ მე რომ გავიმარჯვებ აბუსერიძეს აუცილებლად რაგბის სამყაროში მივცემთ შესაძლებლობას რაგბის სამყაროში საკუთარი თავის რეალიზების“, - განაცხადა ვაშაძემ.

2020NEWS” უკვე წერდა, ისნის სამაჟორიტარო ოლქის სავარაუდო კანდიდატების შესახებ, ასევე პოლიტიკური კულუარებიდან გაარკვია ისიც თუ რამდენად დაძაბული პოლიტიკური ველი გაიხსნება არჩევნებში.

გარდა იმისა, რომ აბუსერიძე ყოფილი მორაგბეა და კუნთმაგარი სპორტსმენების გულის მოსაგებად,  „ქართული ოცნება“ კანდიდატებს სპორტის ძალოვანი სახეობებიდანაც შეარჩევს, საპარლამენტო არჩევნებში სამვარსკვლავიანი გენერლების პოლიტიკური ძალებიც მოისინჯება. მმართველი გუნდიდან  გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და ექსპრეზიდენ მიხეილ სააკაშვილის ფლანგიდან  გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე ქართული არმიის ხმების მოპოვებისთვის იბრძოლებენ.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ მცირე დრო რჩება და უთანასწორო, ძალმომრეობით პოლიტიკურ ფონზე ახალი „მედიაცენზურაც“ ჩნდება.

„ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ მედიაზე, როგორც მეოთხე ხელისუფლებაზე, საბჭოთა ცენზურა  უნდა აამოქმედოს და ახალ კანონპროექტს ამზადებს.

„საოცნებო მედიის“ ინიციატივა ითვალისწინებს, რომ მარეგულირებელ კომისიას მიეცეს საშუალება, რომ  სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის „მომიზეზებით“ ე.წ. სპეცმმართველები ტელევიზიებში 2 წლით დანიშნოს და მათი მეშვეობით, მედია მმართველი ძალის პოლიტიკური გემოვნების გამტარად აქციონ.

ანა ქორჩილავა