ექსკლუზივი: აშშ-დან მალე ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებზე პერსონალური სანქციების სერიას ვიხილავთ!
ექსკლუზივი: აშშ-დან მალე ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებზე პერსონალური სანქციების სერიას ვიხილავთ!

A+ A-

12:43 07/07/2020

ამერიკის შეეერთებული შტაბების მიერ საქართველოს დაფინანსების 15%-ით შემცირების შემდეგ, პერსონალურ სანქციებს ვიხილავთ. ამის შესახებ “2020NEWS”-ს პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ექსკლუზიურად განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს შტატების მიერ დაფინასების 15%-ით შემცირება „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ქმედებების გამო მოხდა.

ეს არის პირველი პრეცედენტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც საქართველოს სანქცია დაედო. ეს არ არის გაფრთხილება, ეს არ არის მკაცრი განცხადება.

საქართველოს სანქციები დაედო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებების გამო. ამას 3 მიზეზი აქვს, ესენია, პირველი - დემოკრატიის ხელყოფა, მეორე - კორუფცია და კორუფციის ზრდა ქვეყანაში, მესამე - ბიზნესის საქმიანობისა და ინვესტიციების ხელშეშლა ქვეყანაში.

ეს არის კატასტროფა. ასეთი სანქციები არ დადებია არათუ საქართველოს არამედ, მოლდოვას, უკრაინას. არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია სეთი სანქციები, რომელიც აღმოსავლეთ პარტიონორობის წევრია და ევროპის ასოცირებული წევრია, სხვა ქვეყნებზე აღარაფერს ვლაპარაკობ.

ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, „ქართულ ოცნებასა“ და ივანიშვილს მივცემთ თუ არა შესაძლებლობას, რომ ბოლომდე ჩვენი ინტერესები გათელოს, თუ ვებრძვით ამ ყველაფერს. მე ვაპირებ, რომ ვებრძოლო და 31 ოქტომბერს ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე შესაძლოა, თუ არა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე კიდევ ვიხილოთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან სანქციების მორიგი სერია, ვაშაძე გვპასუხობს, რომ ეს დასაწყისია.

რა თქმა უნდა, ეს დასაწყისია და ეს გადავა პერსონალურ სანქციებზე. გადავა კიდევ ძალიან ბევრ კომპონენტზე. 15%-ით დაფინანსების შემცირება ეს არის ძალიან სერიოზული დარტყმა საქართველოსთვის. სამწუხაროდ, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის არასწორ ნაბიჯებს სახელმწიფო ინტერესები ეწირება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილს ყინავს. კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციების გატარება დაიწყო და ქვეყანას დაფინანსება 15%-ით შეუმცირა.

“2020NEWS” ჯერ კიდევ იანვარში წერდა, რომ თუ ქვეყანაში გაგრძელდებოდა დემოკრატიული პროცესების ნგრევა, შეერთებული შტატები ბიძინა ივანიშვილისა და  მისი მმართველის ძალის მიმართ ფინანსურ სანქციებს აამოქმედებდა.

ანა ქორჩილავა