პერსონალურ სანქციებს გამოვრიცხავ, რამდენიმე კონგრესმენის იდეა ვერ გახდება რეალობის საფუძველი - ქანთარია
პერსონალურ სანქციებს გამოვრიცხავ, რამდენიმე კონგრესმენის იდეა ვერ გახდება რეალობის საფუძველი - ქანთარია

A+ A-

18:07 07/07/2020

რამდენიმე კონგრესმენის იდეამ ოპოზიციის დიდი ნაწილი გაახარა და იფიქრესარიქა გვეშველაო.

ამის შესახებ “2020NEWS”-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განუცხადა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მიმართ დაფინანსების 15%-ით შესაძლო გაყინვის საკითხს გამოეხმაურა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ფინანსების რეალურ გაყინვამდე არ მივა და რამდენიმე კონგრესმენის წამოწყებული პროცესი იდეის დონეზე დარჩება.

ეს არის რამდენიმე კონგრესმენის იდეა და ჯერჯერობით, ამას როგორი მსვლელობა და რა შედეგი ექნება, არ ვიცით.

 ამ საკითხმა გაახარა ოპოზიციის დიდი ნაწილი და იფიქრეს, არიქა, გვეშველაო, მაგრამ ეს ნამდვილად ასე არ არის.

ეს არის პროცესი და მე იმედი მაქვს, რომ ეს დარჩება იდეის დონეზე და მას რეალიზება ნამდვილად არ ექნება, თუ გავითვალისწინებთ იმ ურთიერთობებს, რაც არის ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არის.

დარწმუნებულიც ვარ, რომ ამას გზა-კვალი არ ექნება“, -  განაცხადა ქანთარიამ.

ოპოზიციის განცხადებაზე, შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებამდე შტატებმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს სანქციები დაუწესოს, ქანთარია გვპასუხობს, რომ პროცესის ამ მიმართულებით გაგრძელება, ოპოზიციას უნდა და ესიზმრება.

ეს არის ის, რაც ელანდებათ და რაც უნდათ, რომ დაესიზმროთ, მაგრამ მე მგონი ამას სიზმარშიც ვერ ხედავენ. ოპოზიციას უნდა, რომ მსგავსი რამე მოხდეს და ძალიან დიდი სურვილი აქვთ ამის, მე ამას ვხედავ მხოლო და მხოლოდ. თავს იგდებენ უფრო და უფრო სამარცხვინო მდგომარეობაში.

აგერ არის ოქტომბერი და საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაფერი იქნება ნათელი. ვერდიქტი იქნება გამოტანილი“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა.

ქანთარია გამორიცხავს, რომ პერსონალური სანქციების დაწეება მოხდეს, რადგან საამისოამინდიქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არ არსებობს.

 „მე პერსონალური სანქციების დაწესების საკითხს, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ , არავითარი საამისო ამინდი არ არის და არაფერი ამის მსგავსი არ ჩანს. რამდენიმე კონგრესმენის იდეა ვერ გახდება რეალობის საფუძველი“, - განაცხადა ქანთარიამ.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა შესაძლოა, რომ აღნიშნული დახმარების 15% გაიყინოს და შეჩერდეს, ვიდრე საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით.

დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

ანა ქორჩილავა