28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

A+ A-

08:40 28/07/2020

ვერძი

წინააღმდეგობრივი დღეა. სასიცოცხლო და სექსუალური პოტენციალი და ინტუიცია მაღალ დონეზეა, თუმცა მოულოდნელმა წინააღმდეგობებმა ან ცუდმა ამბავმა შეიძლება, მიზნის მიღწევაში ხელი შეგიშალოთ. ეცადეთ, პრაქტიკული გამოცდილებით იხელმძღვანელოთ. მოძებნეთ საშუალებები საკუთარი პოზიციების გასამტკიცებლად და პრონციპულობა გამოიჩინეთ. ხამდაზმული ვერძებისთვის ნებისმიერი სახის ურთიერთობას შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყვეს.

 

კურო

თავგადასავლებისა და ავანტიურების დღეა. შესაძლოა, რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდეს, რომლის მონაწილეც აუცილებლად იქნებით. ცვლილებები გელით, რომლებსაც როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები მოჰყვება. ვარსკვლავები მოსალოდნელი უსიამოვნებების შესახებ გაფრთხილებენ.

 

ტყუპები

ცვლილებები გელით, რომლებსაც როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები მოჰყვება, ამიტომ ნებისმიერ საქმეში საღი და პრაქტიკული აზრით იხელმძღვანელეთ. რაიმეს შეძენის დროს ყურადღება გამოიჩინეთ - ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება.

 

კირჩხიბი

მომავალი კვირა, გასულთან შედარებით, პოზიტიური იქნება. უიღბლობის სერია სრულდება. ცდილობთ საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებები შეიტანოთ. გავლენიანი მფარველებისგან ახალი, საინტერესო წინადადებები გელით. საქმეს რომელიც შეიძლება ახლა დაასრულოთ, სამომავლოდ ნუ გადადებთ.

 

ლომი

მამაკაცების სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. იზრდება ასევე მათი სექსუალური ენერგია, ინტუიცია და ორგანიზატორული შესაძლებლობები, თუმცა ფარული მტრების მაქინაციებმა და დაბრკოლებებმა შესაძლოა, კარგად მომზადებული გეგმა ჩაშალოს. ეცადეთ თანამოაზრეებისა და გავლენიანი მფარველების დახმარებით საკუთარი პოზიციები გაიმტკიცოთ. ხანდაზმული ქალებისთვის ნებისმიერი სახის ურთიერთობას შეიძლება ნეგატიური შედეგი მოჰყვეს.

 

ქალწული

წინააღმდეგობრივი დღეა. ნებისმიერმა ურთიერთობამ შეიძლება უარყოფითი შედეგები მოგიტანოთ. ახლობელ ადამიანთან პრობლემები გელით. საქმე შეიძლება ურთიერთობის სრული გაწყვეტით დასრულდეს. პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ საღ აზრს და პრაქტიკულ გამოცდილებას უნდა დაეყრდნოთ.თავი შეიკავეთ ნივთების შეძენისა და უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისგან - ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება. ხანდაზმულ ქალწულებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ელით.

 

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ახლობელ ადამიანთან ურთიერთობის, დაწყებული საქმის დასრულებისა და განვლილი გზის გააზრებისთვის. ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით - გამორიცხული არ არის, რომ ის საქმიანიდან სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. სავარაუდოდ, თქვენი შრომისმოყვარეობა უფროსებს და ბიზნესპარტნიორებს შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ დარჩებათ. მოსალოდნელია ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებული სასიამოვნო სიახლეები და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება.

 

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ჭეშმარიტებაში წვდომის, მეცნიერების შესწავლის და სულიერი ზრდისთვის. შესაძლოა ზებუნებრივი ძალების დახმარება და მხარდაჭერა იგრძნოთ, მაგრამ ამან თავგზა არ უნდა აგიბნიოთ. უნდა იმოქმედოთ, რადგან დახმარებას მხოლოდ მებრძოლი და აქტიური ადამიანები იღებენ. გირჩევთ მთელი ყურადღება ბავშვებისკენ მიმართოთ - მათ თქვენი დსახმარება ესაჭიროებათ.

 

მშვილდოსანი

რეალობის გრძნობას ნუ დაკარგავთ - გადაჭარბებულმა ენთუზიაზმმა და ოპტიმიზმმა შეიძლება შეცდომები დაგაშვებინოთ. ეცადეთ დღის მეორე ნახევარი ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად, მხიარულად გაატაროთ.

 

თხის რქა

წინააღმდეგობრივი დღეა. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ და მხოლოდ იღბლის იმედად არ იყოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ახალი წინადადებიდან მოგება ილუზორულია,ხოლოდ ზედმეტმა დაძაბულობამ შეიძლება ჯანმრთელობა დაგიზიანოთ. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობებში სირთულეები გელით.

 

მერწყული

შესანიშნავი დღეა დაწყებული საქმის დასრულების, მეგობრებთან ურთიერთობისა და განვლილი გზის შეფასებისთვის. სავარაუდოდ, თქვენი აქტიურობა და შრომისმოყვარეობა შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ დარჩება. ახალი საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება საქმიანი ურთიერთიობიდან სასიყვარულოში გადაიზარდოს.

 

თევზები

სახიფათო დღე გელით. სასურველია ეკლესიაში წასვლა, ლოცვა და მონანიება. გირჩევთ საღამო სახლში გაატაროთ და მომავალი დღე მშვიდი და ჰარმონიული იქნება.