ვინ იყო 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ნამდვილი შეყვარებული და ვისზე ეჭვიანობს გაცხადებული შეყვარებული?
ვინ იყო 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ნამდვილი  შეყვარებული და ვისზე ეჭვიანობს გაცხადებული შეყვარებული?

A+ A-

13:34 07/08/2020

ვინ იყო 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ნამდვილი  შეყვარებული? რატომ არ იცოდა გარდაცვლილი გოგონას უახლოესმა მეგობარმა, დეა კაპანაძემ თამარ ბაჩალიაშვილისა და ბაჩანა ლობჟანიძის ურთიერთობის შესახებ  და რატომ აქვს სხვა ბიჭზე ეჭვები უკვე თავად ბაჩანა  ლობჟანიძეს?  და საერთოდ, ვინაა ის სხვა?

ვიდრე ამ თემაზე ჩვენს ხელთარსებულ ინფორმაციას გაგაცნობთ, მანამდე ვნახოთ, რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი დეა კაპანაძე.

„შეყვარებული“, რომელსაც მე ვიცნობდი, ბაჩანა არაა. თამარისა და ბაჩანას ურთიერთობის შესახებ არაფერი ვიცოდი. არ ვიცოდი, ვინ იყო ან რას წარმოადგენდა, გავიგე მაშინ, როდესაც სოციალურ ქსელში მომწერა და მთხოვა თამუნას მისამართი“, - ამბობს კაპანაძე ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილს დაბადების დღის შემდეგ შეხვდა, თუმცა გარდაცვლილ გოგონას ბაჩანასთან ერთად დაბადების დღის აღნიშვნაზე არაფერი უთქვამს.

თავად ბაჩანა ლობჟანიძემ კი,  „2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა, რომ მას და თამარს ერთ დღეს აქვთ დაბადების დღე და ბოლოს ეს დღე  ერთად აღნიშნეს.

მეტიც, სააგენტოსთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ ბაჩანა ლობჟანიძე თამარისა და თავის უნივერსიტეტელ ნაცნობზე, მიშო იაკობიძეზეც ეჭვიანობს.  გაცხადებული შეყვარებული ფიქრობს, რომ ამ პიროვნებას თამარი მოსწონდა.

კიდევ უფრო მეტიც, სააგენტოსთან საუბრისას ირკვევა, ბაჩანა ლობჟანიძემ არ იცის ზუსტად, თამარსაც ჰქონდა თუ არა ამ ადამიანის მიმართ რაიმე გრძნობა და თან ასკვნის, რომ შესაძლოა, იაკობიძეს კი ჰქონდა გრძნობა, მაგრამ ბაჩალიაშვილმა მას უარი უთხრა.

ცოტა არეული ისტორიაა, თუმცა, საიდან მიდის ამ დასკვნამდე ლობჟანიძე, ახლავე გაგიმხელთ.

„მიშო იაკობიძის მიმართ გარკვეული ეჭვები მაქვს, მგონია, რომ მას თამარის მიმართ რაღაც გრძნობები ჰქონდა“, -  უთხრა   “2020NEWS”-ს  ბაჩალიაშვილის გაცხადებულმა შეყვარებულმა  ბაჩანა ლობჟანიძემ  და სააგენტოსთან საუბრისას გაიხსენა ერთ-ერთ ფაქტი, როდესაც იაკობიძემ თავის ინსტაგრამ გვერდზე „სთორი“ დადო, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი  იაკობიძეს  წერდა, რომ კარგი იყო მასთან ურთიერთობა, თუმცა,  ეს აღარ გაგრძელდებოდა.  

ლობჟანიძის თქმით,  ეს „სთორი“ შემდეგ ინსტაგრამზე წაშალეს, თუმცა მას სქრინი შენახული აქვს.

მისივე თქმით, სწორედ ეს „სთორია“ მისი დაეჭვების ერთ-ერთი მიზეზი.

თუმცა არსებობს მეორე ვარაუდიც, როდესაც იაკობიძესთან ერთად ლაშქრობაზე ბაჩანა ლობჟანიძეც იმყოფებოდა,  მიშო იაკობიძემ მას წყალი შესთავაზა, თუმცა ლობჟანიძემ ეს საქციელი მისგან, როგორც ცინიზმი, ისე მიიღო.

ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, მიშო იაკობიძის დამოკიდებულება მისდამი მეტოქის დამოკიდებულებას ჰგავდა, სწორედ ამიტომაც ჩათვალა, რომ იაკობიძეს შესაძლოა, თამარი მოსწონდა.

ცნობისთვის, ბაჩანა ლობჟანიძე გამოძიებას მიშო იაკობიძის დაკითხვას სთხოვს და სააგენტოსთან საუბრისას ამბობს, რომ მას რაღაც ინფორმაციები აუცილებლად ექნება, რაც  გამოძიებას დაეხმარება.

შეგახსენებთ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, მიუვალ ადგილას 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

შეგახსენებთ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, მიუვალ ადგილას 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

უკვე ცნობილია ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზის პასუხიც.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია არის ვებ გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს, თუ მე გარდავიცვლები?

ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death - რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.

ხატია მამულია