ჩუმად ვიყავი, ვცდილობდი ჩემი და მეგლოვა... - თამარ ბაჩალიაშვილის ძმა საზოგადოებას მიმართავს
ჩუმად ვიყავი, ვცდილობდი ჩემი და მეგლოვა... - თამარ ბაჩალიაშვილის ძმა საზოგადოებას მიმართავს

A+ A-

16:02 08/08/2020

დღეს ჟურნალისტებთან პირველად ისაუბრა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ძმამ. გიორგი ბაჩალიაშვილმა გადაწყვიტა, ეპასუხა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც, მისი განცხადებით, გარდაცვლილის ოჯახის ღირსების შელახვით არიან დაკავებულნი.

„არ დავუშვებ, რომ მამაჩემის ღირსება შელახონ. ბევრი ჭორი გავრცელდა მასზე, როგორც მოძალადე კაცზე. დანამდვილებით ვიტყვი, რომ მამაჩემის ყურადღება არც მე და არც ჩემს დას არ მოგვკლებია. ამდენი ხანი ჩუმად ვიყავი და ვცდილობდი, ჩემი და მეგლოვა. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ყველაფერს ვეთანხმები“ - განაცხადა გიორგი ბაჩალიაშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

რამდენიმე დღის წინ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიების პროცესში შესაძლოა, FBI-ს სპეციალისტები ჩაერთონ. 4 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადაა, ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან ითანამშრომლოს.