პრეზიდენტი ნიქოზის საკათედრო ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
პრეზიდენტი ნიქოზის საკათედრო ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

A+ A-

17:08 08/08/2020

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სოფელ ზემო ნიქოზს ეწვია და მაცხოვრის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

მეუფე ესაიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ნიქოზში ჩასვლისთვის. მისი თქმით, დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ნიქოზის ეკლესიაში წესისამებრ 8 აგვისტოს სრულდება და მნიშვნელოვანია, რომ მადლობა შევწიროთ იმ ახალგაზრდებს, ვინც თავი შესწირა სამშობლოს დაცვას.