ქეთას გასართობად ვხვდებოდი, დრო დავკარგე - გუფი ხელახლა ქორწინდება
ქეთას გასართობად ვხვდებოდი, დრო დავკარგე - გუფი ხელახლა ქორწინდება

A+ A-

11:38 26/08/2020

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ქეთა თოფურიას ყოფილმა შეყვარებულმა, რეპერმა გუფმა მათ ურთიერთობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ მომღერალთან არაფორმალური, ზედაპირული ურთიერთობა აკავშირებდა.

გუფი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ქეთა პირველი ქალია, რომელმაც მიატოვა, სწორედ ამიტომ ნახევარი წელი დეპრესიაში იყო და სახლიდან არ გადიოდა. თუმცა, არც მათი თითქმის სამწლიანი ურთიერთობის დროს იყო ბედნიერი. გუფის თქმით, ქეთასთან შეხვედრები გასართობად დაიწყო, თუმცა შემდეგ ზედმეტად „შეტოპა“.

რეპერმა ინტერვიუში აღიარა, რომ ქეთაზე მეტად უფრო მომღერლის მამით იყო დაინტერესებული.

„პირველ რიგში მინდოდა შოუსთვის. უფრო მეტად მაინტერესებდა მისი მამის ვინაობა, რადგან მის შესახებ ბევრი მსმენია“ - ამბობს ინტერვიუში 40 წლის მომღერალი და დასძენს, რომ ქეთასთან გატარებული პერიოდი დროის დაკარგვა იყო, რადგან, ქეთასთან ყოფნის დროს, კარიერაში ჩავარდნა ჰქონდა. “როდესაც ქეთასთან ვიყავი, კარიერაში ჩავარდნა მქონდა და ვერაფერს ვაკეთებდი“, - აცხადებს გუფი.

ახლა გუფი აპირებს, რომ საყვარელ ქალთან გოგონა გააჩინოს და მას არასდროს უღალატოს. ის ახლა ლესიას ხვდება, რომელიც, გუფის თქმით, მისმა პირველმა მეუღლემ აიზამ „ინსტაგრამზე“ აღმოაჩინა და მისით მოიხიბლა.

გუფი არ გამორიცხავს, რომ შეყვარებულზე იქორწინოს კიდეც. რაც შეეხება ქეთა თოფურიას, ის ახლა საყვარელ მამაკაცთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ერთად ცხოვრობს და თავს ბედნიერად გრძნობს. გუფს ის დაახლოებით ორი წელია რაც დაშორდა. ამ უკანასკნელის გამო კი პირველი ქმარი - ლევ გეიხმანი მიატოვა, რომელთანაც გოგონა - ოლივია ჰყავს. ცნობისთვის, ქეთა თოფურიას მამა, ანდრო თოფურია კანონიერი ქურდი იყო და ამას არც ქართველი მომღერალი მალავდა. „მამაჩემი კრიმინალური ავტორიტეტი იყო, კანონიერი ქურდი, თუმცა ჩვენ დროში ყველა კანონიერი ქურდი ბიზნესში გადავიდა. სტატუსის მიუხედავად ის იყო აბსოლუტურად ადეკვატური, ხალისიანი, ახალგაზრდა მამაკაცი ცისფერი თვალებით“, - გულწრფელად განაცხადა ქეთამ ანდრეი მალახოვის შოუში და თავისი გულწრფელობით ოვაციებიც დაიმსახურა.

50 წლის ანდრო თოფურია რუსეთის ერთ-ერთ ციხეში, ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის შედეგად, 2014 წელს გარდაიცვალა.