ჩვენი მიზანია, ნატოს შესაბამისი ჯარი გვქონდეს - საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ჩვენი მიზანია, ნატოს შესაბამისი ჯარი გვქონდეს - საქართველოს თავდაცვის მინისტრი

A+ A-

11:37 07/09/2020

ძალა პარტნიორობაშია! - ეს არის ამ სამხედრო სწავლების მთავარი გზავნილი. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ღირსეული პარტნიორი 2020“ გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის მიუხედავად, წვრთნების ჩატარება კიდევ ერთხელ ცხადყოფს საერთო ღირებულებების დაცვასა და დასავლეთთან ძლიერი პარტნიორობისკენ სწრაფვას.

„ძალა პარტნიორობაშია. ეს არის ჩვენი სწავლების მთავარი გზავნილი და სწორედ ძლიერი პარტნიორებისკენ სწრაფვა გახლავთ ის სულისკვეთება, რომელიც გლობალური პანდემიის მიუხედავად ხორციელდება, რამაც ჩვენს წინაშე 2700-ზე მეტი სამხედრო გააერთიანა.

მე პირადად განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ევროპულ სამხედრო ძალებს, გაერთიანებულ სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის თითოეულ სამხედროს. პანდემიის მიუხედავად პარტნიორის ჩატარება კიდევ ერთხელ ცხადყოფს საერთო ღირებულებების დაცვას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებისა და გასაძლიერებლად ათეულობით მილიონ დოლარს ხარჯავს.

„ღირსეული პარტნიორის მასპინძლობა ნიშნავს, რომ აშშ-სა და საქართველოს სამხედრო ძალების ძლიერი პარტნიორობა აქამდე არ ყოფილა ასეთი ძლიერი.

საქართველოს დამოკიდებულების აღდგენის დღიდან აშშ-მა 4 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. ამერიკა ათეულობით მილიონ დოლარს ხარჯავს საქართველოს თავდაცვის განვითარებისთვის.

ჩვენი საერთო მიზანია, განვავითაროთ თანამედროვე ბრძოლისუნარიანი თავდაცვის ჯარები და ნატოს შესაბამისი ჯარი გვქონდეს.

ღირსეული პარტნიორობა, რომელიც ჩვენმა ჯარისკაცებმა საერთაშორისო მისიებით გამოჩენილი მაღალიპროფესიონალიზმით დაამტკიცეს, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჯარისკაცებს და წარმატება ვუსურვო დასახულ მიზანში“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, 7 სექტემბერს, ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე „ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალურად გაიხსნა. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.