ელის-მარია თუ ივა? - სოფო ნიჟარაძეს გოგონა კი არა, ბიჭი შეეძინა
ელის-მარია თუ ივა? - სოფო ნიჟარაძეს გოგონა კი არა, ბიჭი შეეძინა

A+ A-

12:28 07/09/2020

მომღერალი სოფო ნიჟარაძე გოგონას დედა არ გამხდარა. როგორც “2020NEWS“-მა გაარკვია, მას ბიჭი შეეძინა. მომღერალმა შვილს - ივა დაარქვა. სააგენტოს წყარო უდასტურებს, რომ სოფო ნიჟარაძის შვილის მამა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არაა. თუმცა, მამის ვინაობა ამ ეტაპზეც უცნობია. მომღერალი მასზე გავრცელებულ ინფორმაციებს არ პასუხობს და ამერიკაში, დედასთან - ქეთევან ნიკოლაიშვილთან ერთად,  ახალშობილი ბიჭის გაზრდითაა დაკავებული.

ნიჟარაძე მალავს ახალშობილი შვილის ფოტოს და ამ დრომდე მას საჯაროს არ ხდის. აქამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას გოგონა შეეძინა და ელის-მარია დაარქვა, თუმცა, სააგენტოს  სარწმუნო ინფორმაციით,  ნიჟარაძეს ბიჭი შეეძინა და მას ივა ჰქვია.

სოფომ ამერიკის ერთ-ერთ სამშობიაროში, 2 ივნისს იმშობიარა. 

ელის-მარია თუ ივა? - ვიდრე ეს ამბავი გაირკვევა, შეგახსენებთ,  ცნობილი მომღერალი საზოგადოებას ორსულობის ამბავსაც უმალავდა. მას ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული ჰქონდა ფოტო, სადაც ის 7 თვის ფეხმძიმეა, თუმცა, წამოზრდილ მუცელს ნაცრისფერი შარფითა და შავი ქურთუკით მალავს.  

„ბევრი მომღერალი იმაზე მუშაობს, რომ რაც შეიძლება სკანდალური იყოს და ბევრი ილაპარაკოს პირად ცხოვრებაზე. ჩემთვის კი უკეთესია ნაკლებად გავხდე საჭორაო თემა. ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, რომ ჩემზე ნაკლებად ილაპარაკონ. მე და ჩემი შეყვარებული არ დავდივართ ისეთ ადგილებში, სადაც პრესა და ტელევიზიაა. შეიძლება ასეთ ღონისძიებაზე ვიყოთ, მაგრამ ვერავინ შენიშნავს, რომ ჩვენს შორის რაიმე სიმპათია არსებობს“, – აცხადებდა სოფო ნიჟარაძე მედიასთან.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციითვე, ბავშვის გაჩენის შემდეგ, ქართველი ვარსკვლავის ჩაცმისა და ცხოვრების სტილი რადიკალურად შეიცვალა. რამდენადაც შეერთებულ შტატებს კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებით შეუტია, ქართველ მომღერალს პირბადით სიარული უწევს, თუმცა, ხანდანახ პირბადეს ბენდენითაც ანაცვლებს.

 

პანდემიის გამო, არ აჩენს შვილს საჯაროდ სოფო ნიჟარაძე თუ სხვა მიზეზით, ეს უცნობია. მის შესახებ ჭორები არაერთხელ აგორებულა. მას საქართველოს ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობასაც “აბრალდებდნენ“. თუმცა, ამ ჭორსაც თავად ნიჟარაძე ყოველთვის უპასუხოდ ტოვებდა.

ცნობისთვის, ქართველი მომღერალი სწორედ მიხეილ სააკაშვილმა ჩამოიყვანა საქართველოში. სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ნიჟარაძეს არაერთ ცნობილ ვარსკვლავთან ერთადაც უმღერია. შეგახსენებთ, სოფო ნიჟარაძე 1986 წლის 6 თებერვალს დაიბადა. ის მომღერალი, მსახიობი და მრავალი სიმღერის ავტორია. დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზია. შესრულებული აქვს ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“ რუსულენოვან ვერსიაში. 2010 წლის მაისში სოფო ნიჟარაძე საქართველომ ევროვიზიის კონკურსზე წარადგინა სიმღერით - Shine და მაშინ ქართველი მომღერალი,  ქულათა საერთო ჯამით, მე-9 ადგილზე გავიდა.