რა შეზღუდვები დაწესდა და რა წესები გამკაცრდა კორონავირუსის ფაქტების რეკორდული მატების გამო?
რა შეზღუდვები დაწესდა და რა წესები გამკაცრდა კორონავირუსის ფაქტების რეკორდული მატების გამო?

A+ A-

13:47 09/09/2020

ქვეყანაში გამწვავებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, კარანტინი არ გამოცხადდება, მაგრამ რეგულაციები მკაცრდება და წესდება რამდენიმე აკრძალვა.
“2020NEჭშ“ გთავაზობთ იმ აკრძალვების სიას, რომელიც მთავრობის გადაწვეტილებით, ხვალიდან ამოქმედდება.
1.კინოთეატრები და თეატრები 1 ნოემბრამდე აღარ გაიხსნება.

2.1 ნოემბრამდე აღარ გაიხსნება ბავშვთა გასართობი ცენტრებიც.

3. ქორწილების, ქელეხებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარებას ხვალიდან ვეღარ შეძლებთ, რადგან იკრძალება ყველა სახის სარიტუალო ღონისძიებების გამართვა.

4. სკოლებში საზეიმო ღონისძიებები აღარ ჩატარდება.

5: სწავლის პროცესი არ გადაიდება.

6. შემოწმებული 1500 სკოლიდან სასწავლო პროცესის დაწყების ნებართვა 614 სკოლაზე გაიცა.

7: წლების განმავლობაში, პირველად არ ჩატარდება სახალხო დღესასწაული “თბილისობა“.

8: კონცერტების ყურება მაყურებელს ლაივ რეჟმში შეეძლებათ.

9. პირბადის ტარების წესი მკაცრდება:

პირბადის გარეშე ვერ შეხვალთ ლიფტში.
პირბადის გარეშე ვერ გადაადგილდებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

10. 200-კაციანი შეზღუდვა არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე არ გავრცელდება

11. პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო ღონისძიებებზე მოუწევთ უზრუნველყონ 2-მეტრიანი დისტანცია და პირბადის ტარების წესების დაცვა ამომრჩევლებში.

12. 18-დან 65 წლამდე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც ქრონიკული დაავადება არ აქვთ ,იმკურნალებენ საკარანტინო ზონებში - სასტუმროებში

13. კოვიდინფექციის დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ბათუმი არ იკეტება.

14.მაქსიმალურად გამკაცრდება აღსრულების კონტროლი.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის 45 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დღეს კი - 44.