თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითის სიცოცხლე შეეწირა
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითის სიცოცხლე შეეწირა

A+ A-

10:20 11/09/2020

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ნუცუბიძეზე მოხდა.

 ქვეითად მოსიარულე 70 წლამდე მამაკაცი ავტომობილის დაჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.