"კავკასიის უნივერსიტეტში" კორონავირუსი 2 სტუდენტს დაუდასტურდა - ხვალიდან სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
"კავკასიის უნივერსიტეტში" კორონავირუსი 2 სტუდენტს დაუდასტურდა - ხვალიდან სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

A+ A-

17:32 14/09/2020

„კავკასიის უნივერსიტეტის“, რომელიც სვანეთის უბანში მდებარეობს, 2 სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.  უნივერსიტეტი 1 სექტემბერს დაწყებულ სასწავლო პროცესს 15 სექსტემბრიდან დისტანციურად გააგრძელებს.  ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას “კავკასიის უნივერსიტეტის“ ერთ-ერთმა სტუდენტმა განაცხადა.

„ჩვენი უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლების რეჟიმს დაუბრუნდა, რადგან ჩვენს 2 სტუდენტს კოვიდინფექცია დაუდასტურდა“,- განაცხადა სტუდენტმა.

„2020NEWS“ „კავკასიის უნივერსიტეტის“ მარკეტინგის სამსახურსაც დაუკავშირდა, ინფორმაციის გადასამოწმებლად. მარკეტინგის სამსახურში ეს ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს.

„ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, რადგან „კავკასიის უნივერსიტეტის“ დირექტომა ჩაწერა უკვე მიმართვა, სადაც აღნიშნულ საკითხს განიხილავს“, - ამბობს მარკეტინგის სამსახურის წამომადგენელი.

„2020NEWS“- ის წყაროს ინფორმაციით კი, კორონავირუსით ინფიცირებული 2 სტუდენტი სასწავლო პროცესში მონაწილეობდა. რა ზომებს მიმართავს უნივერსიტეტი, ჩვენთვის უცნობია, რადგან ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით, ამ მომენტისთვის თვითიზოლაციაში არც ერთი სტუდენტი და მომუშავე პერსონალი არ არის გადაყვანილი.

ხატია მამულია