NDI-ის კვლევებს არ ვენდობი, წინასწარ შეკვეთილი შედეგებია - კახა კუკავა
NDI-ის კვლევებს არ ვენდობი, წინასწარ შეკვეთილი შედეგებია - კახა კუკავა

A+ A-

19:21 14/09/2020

„ვაკის სამაჟორიტარო ოლქში მთავარ კონკურენტად ელენე ხოშტარიას მივიჩნევ, NDI-ის კვლევებს არ ვენდობი“,  - ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა კუკავამ „2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მისი მთავარი ამოცანა მეორე ტურში გადასვლაა. რაც შეეხება იმ საკითხს, მომავალ პარლამენტში რომელ პარტიასთა შექმნის „თავისუფალი საქართველო“ კოალიციას, კუკავა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არც ერთ პარტიასთან არ განიხილავს კოალიციურ თანამშრომლობას.

-თქვენ ვაკეში აპირებთ კენჭისყრას, სადაც საკმაოდ მაღალი კონკურენციაა. ამ   სამაჟორიტარო ოლქში   “ევროპული საქართველოდან - ელენე ხოშტარია, “ქართული ოცნებიდან -  ნოდარ ტურძელაძე, “ლელოდან - ლევან კობერიძე, “პატრიოტთა ალიანსიდან -  ნანა დევდარიანი იყრი კენჭს , ვაკის ამომრჩეველის მხარდაჭერის მიღბას გეგმავს დამოუკიდებელი კანდიდატი  ბიძინა გეგიძე. თქვენ როგორ აფასებთ თქვენს შანსებს და ვის მიიჩნევთ  მთავარ კონკურენტად?

-ყველას თავისი ამომრჩეველი ჰყავს. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ მეორე ტურში გადავიდე. მეორე ტურში გადასვლის ყველაზე მეტი შანსი ელენე ხოშტარიას აქვს. აქედან გამომდინარე, მთავარ კონკურენტად ელენე ხოშტარია მივიჩნევ. თუმცა, დანარჩენებიც ღირსეული კონკურენტები არიან.

- დღეს გამოქვეყნებულ  NDI-ის კვლევების მიხედვითგამოკითხულთა 59% ამბობს, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი არჩევნებზე წავა თუ არა, ეს რამდენად იმოქმედებს ხმების მომავალ გადანაწილებაზე?

 -წინასაარჩევნო კამპანია რეალურად ახლა იწყება. ახლა დაიწყო სატელევიზიო რეკლამები, თუმცა, დებატები ჯერ არ ყოფილა. რასაც ვუკვირდები, არსებული კვლევებზე მოქმედებს გარე რეკლამები. ჯერჯერობით, ხალხმა საარჩევნო კამპანიის შესახებ ის იცის,  რასაც ხედავს ბილბორდებსა და მიუკროავტობუსებზე.

ჩვენ  იმედი გვაქვს, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი გადმოინაცვლებს ტელევიზიაში, ეს სურათი შეიცვლება. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებებიც, რომ სოციოლოგიური კვლევების უმეტესი ნაწილი ძალიან პოლიტიზირებულია.

განსაკუთრებით, რაც NDI-ს შეეხება, ასევე „იმედის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა - ჩემთვის დაზუსტებით ცნობილია, რომ წინასწარ შეკვეთილი კვლევებია. იგივე აზრის ვარ რუსთვი 2-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებზეც.

- როგორ ფიქრობთპარლამენტში შესული ე.წ. ლეიბორისტების  ეზოს ოპოზიცია რამდენად თავისუფალი იქნება მიხეილ სააკაშვილის გავლენებისგან და შეძლებს თუ არა ის იმ რაოდენობით მომავალ პარლამენტში შესვლას, რომ დამოუკიდებელი მოთამაშე გახდეს?

-ყველა სოციოლოგიური ბარიერის მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს ბარიერის დაძლევის პრობლემა არ აქვს და ის, რომ ისინი სააკაშვილთან აპირებენ კოალიციის შექმნას, ეს ღიად აქვთ გაცხადებული.

-როგორ ფიქრობთნაციონალურ მოძრაობასდაღს ხო არ დაასვამს ვანო მერაბიშვილის სახელი?

-დიახ, ასეა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობენ მისგან დისტანცირებას, განსაკუთრებით, ნიკა მელია.

- როგორც ფიქრობთნაციონალური მოძრაობისმიერ დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატები ( ვანო მერაბიშვილის კადრები - ბადრი ბასიშვილი, დავით კიორკიტაძე, გიორგი კაპანაძე და სხვები)  მოუგებენ არჩევნებში ოცნებას?

 -დავით კირკიტაძემ რუსთავში მოუგო არჩევნები „ოცნებას“, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, კაპანაძეს ალბათ ძალიან გაუჭირდება, რადგან საჩხერის ოლქშია წარდგენილი, ბასიშვილს რაც შეეხება, ვერ გეტყვით ვერაფერს. ზოგადად, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს „ოცნების“ დამარცხების შანსი, ეს ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე. შანსი არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება. მე არ ვენდობი სოციოლოგიურ გამოკვლევებს, ყველაზე ნამდვილი სოციოლოგია არის წინა არჩევნები. წინა არჩევნეწბნზე „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შედეგში განსხვავება იყო სულ რაღაც ერთი პროცენტი.

ეს არ ნიშნავს, რომ ახლაც ასე იქნება, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“  რომ მოუგოს არჩევნები, ამის შანსი არის. რამდენად სწორ სტრატეგიას აირჩევენ, ეს არ ვიცი. ჯერჯერობით, უნდა ითქვას, რომ არც ერთი აქტიურ საარჩევნო კამპანიას არ ატარებს.

-იმ შემთხვევაში, თუ თქვენ პარლამენტში შეხვალთ, რომელ პოლიტიკურ პარტიებთან განიხილავთ კოალიცია?

-ჩვენი ამოცანა არ არის  კოალიციაში შესვლა ისეთ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ჩვენ დაგვასვამს დაღს. ამიტომ  „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“ ჩემთვის კატეგორიულად  მიუღებელი პოლიტიკური ძალებია. არც „ლელოა“  ჩვენთვის მისაღები. მაღალი ალბათობით, ჩვენ შეიძლება არ მივიღოთ მონაწილეობა არანაირი ტიპის კოალიციაში და შევეცადოთ, უფრო მცირე პოლიტიკურ ძალებთნ ერთდ შევქმნათ ახალი პოლიტიკური ცენტრი.

-ნინო ბურჯანაძის პარტიასთან ხომ  არ გულისხმობთ თანამშრომლობას?

-ჩვენ არ გამოვრიცხავთ  ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობას.. ჩვენი მიზანია, პარლამენტში რაც შეიძლება სოლიდურად ვიყოთ წარმოდგენილი და სტრატეგიული ამოცანაა არის 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის შევქმნათ მესამე პოლიტიკური კოალიცია.