გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე დაიკითხება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე  დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე დაიკითხება

A+ A-

15:40 15/09/2020

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე დაიკითხება.

 გეჯაძის თქმით, ის სასამართლოში, როგორც ბრალდების მხარის მოწმე,  ისე დაიკითხება. გეჯაძე ასევე განმარტავს, რომ ექსპერტიზის არცერთ დასკვნაში შეუსაბამობა არაა.

 "ბოლო ორ ექსპერტიზაში მონაწილეობა მივიღე მეც და ჩემი ცენტრის წარმომადგენლებმაც. ეს არის ის ექსპერტიზები, რომელიც ტრავმის განვითარების მექანიზმს ეხებოდა, ანუ პირველ 8 კითხვას უნდა გაცემოდა პასუხი და მეორე საბოლოო შუალედური ექსპერტიზა ეხებოდა დარჩენილ 20 შეკითხვას, დაზიანებების ხანდაზმულობის საკითხს, წყალში ყოფნის ხანდაზმულობას და ა.შ. მე წარმოვადგენ ბრალდების მოწმეს და როგორც ამ ორი ექსპერტიზის მონაწილე ექსპერტი, დაბარებული ვარ სასამართლო პროცესზე კითხვებზე პასუხის გასაცემად. ექსპერტიზებში არანაირი წინააღმდეგობა არ არის. ექსპერტიზების დანიშვნამდეც არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, ის დაზიანებები რაც გიორგი შაქარაშვილს ჰქონდა, იზოლირებულად აღებული, რეტროპერიტორიანულად და მუცლის წინა კედლის პროექციაზე სისხლჩაქცევების სახით, მათი ხასიათის და ლოკალიზაციის გათვალისწინებით, ეს დაზიანებები გამოიწვევდა ტკივილის სინდრომს, რაც ბუნებრივია, შაქარაშვილს გადაადგილების და მოძრაობის რესურს შეუზღუდავდა. შეზღუდვა არ ნიშნავს, რომ მოუსპობდა", - განაცხადა გეჯაძემ.