გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს

A+ A-

18:48 15/09/2020

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა ხუთივე პირმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის შესახებ ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა, შოთა კახიძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმითვე, ბრალდებულების პროტესტის მიზეზი მოსამართლის უკანონო გადაწყვეტილება გახდა. კახიძის თქმით, მოსამართლე გასცდა პროკურატურის მოთხოვნას და იმაზე მეტი მტკიცებულებები ცნო დაუშვებლად, ვიდრე ამას პროკურატურა ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმეზე 5 პირი: ნიკოლოზ რევაზიშვილი, არჩილ გაგნიძე, ზ.ხ., ა.ქ. და ვახტანგ ჩიქოვანი არიან დაკავებული.