ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა

A+ A-

10:14 16/09/2020

ოკუპირებულ აფხაზეთში 52 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება 172 ადამიანს ჩაუტარდა.

ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 63 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა, 17-ის კი, საშუალო სიმძიმის.
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 726-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულა რაოდენობა 192-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, კორონავირუსით დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.