საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

A+ A-

10:29 16/09/2020

საქართველოში კორონავირუსის 196 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.