"ანტიკრიზისულ გეგმაში ტურიზმს ერთ-ერთი წამყვანი როლი ექნება, ვიდრე გლობალურად აღდგენის ტენდენციები არ გამოჩნდება"
"ანტიკრიზისულ გეგმაში ტურიზმს ერთ-ერთი წამყვანი როლი ექნება, ვიდრე გლობალურად აღდგენის ტენდენციები არ გამოჩნდება"

A+ A-

10:39 16/09/2020

მთავრობა ტურისტულ სექტორს საგადასახადო ვალდებულებების გადავადებით გვერდით დაუდგა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პრეტენზია აქვს რომ ტურიზმის სფეროში გლობალური ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იყოს.

„საქართველომ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავიდანვე ორი უმთავრესი მიზანი დაისახა, მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა და ეკონომიკის გადარჩენა. მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში ტურიზმს ერთ-ერთი წამყვანი როლი ჰქონდა და ექნება, ვიდრე გლობალურად ტურიზმის აღდგენის ტენდენციები არ გამოჩნდება“,-განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, დღეს სასტუმრო "ბილტმორში" გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიხსნა. ორდღიან შეხვედრაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მაღალი რანგის დელეგატები იღებენ მონაწილეობას. განხილვის მთავარი თემა პანდემიის ფონზე ტურიზმის ინდუსტრიის მომავალია.