კორონავირუსის 196 დადასტურებული შემთხვევიდან 144 ბათუმს უკავშირდება - ეზუგბაია
კორონავირუსის 196 დადასტურებული შემთხვევიდან 144 ბათუმს უკავშირდება - ეზუგბაია

A+ A-

11:14 16/09/2020
კორონავირუსის 196 დადასტურებული შემთხვევიდან 144 ბათუმს, 29 კი თბილისს უკავშირდება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
 
მისივე თქმით, „განსაკუთრებითი ძალები აჭარისკენაა მიმართული“ და ეპიდემიოლოგები იმედოვნებენ, რომ ვირუსის ლოკაიზება და ლიკვიდაცია. 
 
„196 ინფიცირებული პაციენტიდან ბათუმს 144 , ქობულეთს 1 , თბილისს 29, იმერეთს 7 , საჩხერეს 1, გორს 4, გარდაბანს 3, ოზურგეთს 4, ზუგდიდს 2, ფოთს 1 ხოლო მცხეთას 1 უკავშირდება. კორონავირუსის დიდი ნაწილი კვლავ აჭარაზე მოდის, რის გამოც, განსაკუთრებული ძალები მიმართულია აჭარისკენ და ვიმედოვნებთ, რომ მოხდება ლოკალიზება და შემდგომ ლიკვიდაცია“, - განაცხადა ეზუგბაიამ. 
 
მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 24 საათში 31 შეადგენს, ხოლო კორონავირუსით ინფიცირებული 1 319 პაციენტი მკურნალობას კოვიდცენტრებსა და სპეციალურად მოწყობილ სასტუმროებში განაგრძობენ. 
 
„გამოჯანმრთელბულთა რაოდენობა 31-ს შეადგენს. ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 1319 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებსა და სპეციალურად მოწყობილ სასტუმროებში. კრიტიკულად მძიმეთა და კრიტიკული პაციენტების რაოდენობაზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს ჯერ და რამდენიმე დღეში შეგატყობინებთ.რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, 1 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა. 3 კრიტიკული პაციენტი რჩება და განაგრძობს მკურნალობას“.- ამბობს ეზუგბაია. 
 
ცნობისთვის, დღეს 16 სექტემბერს საქართველოში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის რეკორდული - 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.