მე დავრჩი ერთადერთ "ნაღდ" მაჟორიტარად - დმანისელი ფეოდალის საარჩევნო კამპანია პროპორციულის მომხრეებთან ერთად "მაჟორიტარულ სტილში"
მე დავრჩი ერთადერთ "ნაღდ" მაჟორიტარად - დმანისელი ფეოდალის საარჩევნო კამპანია პროპორციულის მომხრეებთან ერთად "მაჟორიტარულ სტილში"

A+ A-

12:07 16/09/2020

მე დავრჩი ერთადერთ „ნაღდ“ მაჟორიტარად, ვინც ბოლომდე იცავდა ამ სისტემას“,. - წერს საკუთარ ოფიციალურ გვერდზე პროპორციული სისტემის მხარდამჭერი, „ნაცმოძრაობასთან“ არსებული  ბლოკის -  „ძალა ერთობაშიას“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  კახა ოქრიაშვილი, რომელმაც თავის დროზე „ქართული ოცნების“  ინიცირებული, პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელი საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო სხვა მაჟორიტარ ფეოდალებთან ერთად. შემდეგ კი „ოცნებაზე“  განაწყენებულმა გადაინაცვლა იმ ოპოზიციურ ბანაკში, რომელიც ასევე პროპორციულ სისტემას ემხრობოდა.  

ოქრიაშვილი კვლავ მაჟორიტარულ-ფრეოდალური მენტალობით განგრძობს საარჩევნო კამპანიას და მისი თქმით, „ძალა ერთობაშიას“ მხარდაჭერთა რიგები სწორედ იმიტომ იზრდება მის საარჩევნო ოლქში - ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკაში - იქ კენჭს, მისი სახით „ნაღდი“ მაჟორიტარი იყრის.. 

„ჩვენი მხარდამჭერთა რიგები იზრდება! რატომ?!- იმიტომ რომ მე დავრჩი ერთადერთ „ნაღდ“ მაჟორიტარად, ვინც ბოლომდე იცავდა ამ სისტემას. ყველა დანარჩენმა „ოცნების“ წევრმა მაჟორიტარმა, ვინც თავისი ხელით მიაჭირა მწვანე ღილაკს, რომ დმანისს, წალკას, ბოლნისს, თეთრიწყაროს მოსახლეობას აღარ ყავდეს საკუთარი დეპუტატი პარლამენტში, არის ყალბი მაჟორიტარი და დღეს - ყალბი კანდიდატი. და ზუსტად ამიტომ, მე, როგორც მაჟორიტარს, ყველა პარტიის მხარდაჭერი მიჭერს მხარს - მათ შორის „ნაციონალური მოძრაობიდანაც“ და „ქართული ოცნებიდანაც“.- განაცხადა ოქრიაშვილმა. 

ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“,  4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად, საარჩევნო ბლოკი „ძალა ერთობაშია“ შექმნა. ბლოკს „ქართულ ოცნებამდე“  „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრების -  კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის ახალი პარტიაც - „პროგრესი და თავისუფლება“ შეუერთდა.