ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია
ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

A+ A-

10:59 19/09/2020

ატენის ხეობაში, მთის კლდოვან ნაწილში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად დაიწვა ორ ჰექტარ ფართობზე არსებული ეკალბარდი, ბალახი და ბუჩქნარი.

„რთული რელიეფის გამო მეხანძრე-მაშველებს სახანძრო ტექნიკის გარეშე, ინდივიდუალური აღჭურვილობით უხდებოდათ ცეცხლის ქრობა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.