ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ 4 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ 4 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

A+ A-

14:17 19/09/2020

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ 6 პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. 

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, Covid-19 დაუდგინდა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ 4 პირს, რომელებიც საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ. ამავე ცნობით, მათი ინფიცირების წყარო ე.წ.საბერიოს კლასტერს უკავშირდება.

ასევე, ახალი კორონავირუსი დაუდგინდა ბათუმელ პირს, რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა. ამასთან, Covid-19 დაუდასტურდა სენაკში მცხოვრებ პირს, რომელიც სენაკელი ინფიცირებული ქალის კონტაქტია.