ქობულეთში შესასვლელი გზა გადაკეტილია - საოჯახო ტიპის სასტუმროებისა და კაფე-ბარების მეპატრონეები აქციას მართავენ
ქობულეთში შესასვლელი გზა გადაკეტილია - საოჯახო ტიპის სასტუმროებისა და კაფე-ბარების მეპატრონეები აქციას მართავენ

A+ A-

14:25 19/09/2020

საოჯახო ტიპის სასტუმროებისა და კაფე-ბარების მეპატრონეებმა, რომლებიც ქობულეთში აქციას მართავდნენ, მსვლელობით ჟვანიას ხიდისკენ გადაინაცვლეს და ქალაქში შესასვლელი გზა გადაკეტეს.

​აქციის მონაწილეები დაშლას იქამდე არ აპირებენ, სანამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მათთან არ მივა და მათ შესაბამის დაპირებას არ მისცემს. 

შეგახსენებთ, რომ პანდემიით დაზარალებული საოჯახო ტიპის სასტუმროებისა და კაფე-ბარების მეპატრონეები ხელისუფლებას ბანკებსა და მოსახლეობას შორის მედიატორობას სთხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ვალდებულებებისგან თავის არიდებას არ აპირებენ თუმცა განმარტავენ, რომ პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ტურისტული სეზონი ფაქტობრივად ჩააგდო, რაც მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და რის გამოც საბანკო გადასახადებს ვერ იხდიან.

სასტუმროებისა და კაფე-ბარების მეპატრონეები სესხების დროებით გადავადებასა და პროცენტის სრულად სუბსიდირებას ითხოვენ, ასევე მთავრობას სთხოვენ შუამდგომლობას, რათა ბანკებმა მათზე დაბალპროცენტიანი სესხი გასცეს საშეღავათო პერიოდით.