პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 5 108 პირი დაჯარიმდა
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 5 108 პირი დაჯარიმდა

A+ A-

14:29 19/09/2020

კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში, საქართველოში პირბადის ტარების წესის დარღვევის 9 884 შემთხვევა დაფიქსირდა. 

აღნიშნული სტატისტიკა 2020 წლის 12 ივნისიდან 2020 წლის 31 აგვისტოს პერიოდს მოიცავს.

სამინისტროს დანაყოფების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 11 მუხლით („პირბადის ტარების წესის დარღვევა“) ამ პერიოდში 5 107 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა, 4 776 პირს კი სიტყვიერი შენიშვნა/გაფრთხილება მიეცა.